თბილისის განვითარების ფონდი კოსტავას ქუჩის N37ა-ში მდებარე ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რესტავრაციას ახორციელებს. შენობა 2019 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.
რეაბილიტაციის პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია შენობის სახურავის, გარე ფასადის და არქიტექტურული დეტალების რესტავრაცია. მეორე ეტაპზე დაგეგმილია ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის შიდა ინტერიერის რეაბილიტაცია-რესტავრაცია.
პროექტის ფარგლებში ასევე განახლდება და მოწესრიგდება მიმდებრედ ტერიტორიაც.
ამჟამად სახურავისა და ფასადის აღდგენის სამუშაოები ხორციელდება.
მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნენ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი თამაზ ალიბეგაშვილი, მისი მოადგილე დავით ფაჩულია და ფონდის თანამშრომლები.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 30 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. პროექტის დასრულება მომავალი წლის ბოლომდეა დაგეგმილი.