წინამძღვრიშვილის ქუჩა N1 ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები

 

თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

 

ამ დროისთვის მიმდინარეობს:

ეზოს მხარეს შუშაბანდების მოწყობის და მისი სამღებრო სამუშაოები, რკინაბეტონის მონოლითური სამუშაოები, ფასადის სამღებრო სამუშაოები, ბინებში სრული სარემონტო სამუშაოები-ტიხრების მოწყობა, ელექტრობის მონტაჟი, კარ-ფანჯრების მონტაჟი, თაბაშირ-მუყაოს ფილების გაკვრა, გათბობის ქსელის მოწყობა, ლამინატის, კაფელ-მეტლახის, სველ წერტილებში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა და ფურნიტურის მონტაჟი. ეზოში, ბინებში ასასვლელი ლითონკონსტრუქციის კიბის მოწყობა, სახურავის მოწყობის სამუშაოები, ეზოს მხარეს ფასადის აგურით მოპირკეთება. ასევე წინამძღვრიშვილის, ტოლსტოის და ჯავახიშვილის ქუჩების მხარე ფასადებზე მოეწყო მხატვრული მინათება.

 

თბილისის განვითარების ფონდმა წინამძღვრიშვილის N1-ში სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2025 წლის ბოლომდე  დაასრულებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი 2019 წელს დაიწყო შპს „იკორთა“-მ, რომელმაც შეასრულა 3 951 706 ლარის ღირებულების სამუშაო.

 

მეორე ეტაპის სამუშაოები 2023 წლის თებერვლიდან გააგრძელა შპს „დიკა 2010”-მა, რომელზეც  3 723 500 ლარის ღირებულების სამუშაოები გასწია.მესამე ეტაპის სამუშაოებსაც აგრძელებს „შპს დიკა 2010” რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 10 632 985 ლარია.

 

წინამძღვრიშვილის N1-ის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 18 308 191ლარს, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნენ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი თამაზ ალიბეგაშვილი, მისი მოადგილე დავით ფაჩულია და ფონდის თანამშრომლები.

 

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 90-მდე ბინათმესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება, ხოლო თბილისს ტურისტულ მარშრუტზე კიდევ ერთი აღდგენილი და განახლებული შენობა შეემატება.