თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტიფლისის ფარგლებში“ დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.
რეაბილიტაციის შედეგად, მთლიანად განახლდა სივრცე, რომელიც ისტორიულ ადგილას ქალაქის ცენტრში მდებარეობს.
სარელეაბიტაციო სამუშაოების ფარგლებში:
- ზედა და ქვედა ეზოები მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, მოეწყო ბორდიურები;
- დამონტაჟდა სანიაღვრე არხები ლითონის ცხაურებითა და ჭებით;
- გამწვანდა ეზოსა და ტერასების გაზონები რულონური ბალახით და სხვადასხვა ხე-მცენარით;
- მოეწყო სარწყავი სისტემა;
- დამონტაჟდა ლამპიონები;
- ჩატარდა ლითონის ჭიშკრისა და მოაჯირების რესტავრაცია;
ამასთან, აღდგა ერეკელეს აბანო: ნაგებობა გაიწმინდა წლების განმავლობაში დაგროვილი დანალექი მიწისა და სარეველა მცენარეებისაგან. დაზიანებულ შენობას ჩაუტარდა კონსტრუქციული გამაგრება (საძირკვლისა და იატაკის ფილის გაძლიერებით) აღდგა აბანოს არქიტექტურული იერსახე: შესრულდა აგურის კამარების რესტავრაცია, ჰიდროსაიზოლაციო ფენის მოწყობა, შესასვლელი ხის კარის დამზადება - მონტაჟი და აგურის იატაკის დაგება.
გარდა ამისა, განხოირციელდა კომპლექსისი გალავნის სარეცტავრაციო სამუშაოები:
- გალავნის რესტავრაცია შესრულდა აგურის წყობის ღარების შევსებითა და ქართული აგურის წყობით, კირის დუღაბზე;
- კედლების დაზიანებული ნაწილები აღდგა ქვითა და ქართული აგურით, კირხსნარით;
- გალავანი გაიწმინდა ნაგვისა და მცენარეებისგან;
- გადალაგდა გალავნის კედლებზე გამავალი საკანალიზაციო მილები;
- საძირკვლები გამაგრდა ყორე - ბეტონით;
- მოეწყო სადრენაჟე მილები მიწისქვეშა წყლების გასატარებლად;
- გალავნის კედლებსა და ბურჯებზე დამონტაჟდა მინათების სისტემა;
დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საძირკვლის გამაგრებისა და სადრენაჟე სისტემის მოსაწყობად ჩატარებული ღრმა ჭრის შედეგად გამოვლინდა არქეოლოგიური ნაშთები, მათ შორის გალავნის ფრაგმენტები, რომლებიც არქეოლოგების მიერ შესაბამისი წესების დაცვით გაიწმინდა და შენარჩუნდა.
პროექტის ფარგლებში შესრულდა ფერისცვალების დედათა მონასტრის XVII საუკუნის ეკლესიის კედლის მხატვრული საკონვერსაციო სამუშაოები.
პროექტის ღირებულება: 1 250 504 ლარი
პროექტის განხორციელების წლები: 2019 – 2020 წ წ