თბილისის განვითრების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის’’ ფარგლებში, რომის ქუჩა N4-ში სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.
პროექტრის ფარგლებში, შემდეგი სამშაოები შესრულდა: შენობის საძირკვლის გამაგრება; დაზიანებული ღიობების მოჩარჩოება- გამაგრება; სახურავის თუნუქის საფარის შეცვლა; გუმბათის რესტავრაცია; წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა; ფასადის დეკორატიული ელემენტების ავთენტური სახით აღდგენა; ფასადის რესტავრაცია; ეზოში არსებული ხის აივნების და შუშაბანდების რესტავრაცია; სადრაბაზოების რესტავრაცია; ქუჩის მხრიდან, ფასადზე განთავსებული ლითონის აივნების რესტავრაცია; ფასადზე არსებული კარ-ფანჯრის ნაწილობრივი გამოცვლა- რესტავრაცია; ფანჯრის ავთენტურის მსგავსი ლითონის ჭედური ცხაურების მონტაჟი; ტერასის გადახურვის და კონფიგურაციისა და შემომფარგლავი ლითონის მოაჯირების შეცვლა; წყალმომარაგების, წყალარინებისა და ელექტროქსელის მოწესრიგება და ეზოს კეთილმოწყობა.
პროექტის ღირებულებამ, დაახლოებით, ექვს მილიონ ლარაზე მეტი შეადგინა.
სარეაბილიტაციოს სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და 2023 წელს დასრულდა. სამუშაოების განხორციელების შედეგად, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ, დაახლოეით 50- მდე ბინათმესაკუთრეს გაუუმჯობესდა საცხოვრებელი პირობები და გაიზარდა უძრავი ქონების ღირებულება.
რომის ქ. N4- ში მდებარე შენობა თბილისური არიქტექტურის ერთ- ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს. მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული შენობა თბილისში, რომელიც არტ ნუვოს სტილშია აშენებული. მისი ავტორია გამოჩენილი არქიტექტორი სვიმონ კლდიაშვილი.