რეაბილიტირებული დავით აღმაშენებლის გამზირი

თბილისის განვითარების ფონდის პროექ„ახალი ტიფლისი“ ფარგლებში განხორციელდა დავით აღმაშენებლის გამზირისა და მის მიმდებარედ არსებული ისტორიული ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია.

 

პროექტი 2016 წელს დაიწყო და იმავე წელს წარმატებით დასრულდა.

 

სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით ჩატარდა და მოიცავდა როგორც არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, ასევე ურბანული გარემოს გაუმჯობესებასა და თანამედროვე კომუნიკაციების მოწყობას.

 

რეაბილიტაციის შედეგად: პირვანდელი სახით აღდგა 47 ისტორიული შენობა, მათ შორის 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შენობების ფასადები ავთენტური იერსახით აღდგა, კონსტრუქციულად გამაგრდა ნაგებობები, ისტორიული ორნამენტები, ძველებური აივნები, კარები და ჭიშკრები. შენობების ვიტრაჟები და კარ-ფანჯრები შეიცვალა მაღალი ხარისხის მასალით. სარესტავრაციო სამუშაოებისას აღმოჩენილი მხატვრობები და ისტორიული წარწერები სრულად აღდგა.

 

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო საკომუნიკაციო სისტემების სრულად განახლება: შეიცვალა გაზის, წყლის, კანალიზაციის, ინტერნეტისა და სუსტი დენის ქსელები. მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემა, რომლის არქონა საფრთხეს უქმნიდა შენობების კონსტრუქციულ მდგრადობას.

 

დავით აღმაშენებლის გამზირის ნაწილი საფეხმავლო ზონად გადაკეთდა. მოეწყო შემდეგი ინფრასტრუქტურა: დაიგო სხვადასხვა ტიპის ქვაფენილი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და მოეწყო გზის საფარი.  დამონტაჟდა სკამები, სასმელი წყლის შადრევნები  და  ლითონის 6 ქანდაკება. გამწვანდა ტერიტორია N59-ში, შენობის კედელზე მოეწყო ვერტიკალური ბაღი, დაირგო ხეები, კეთილმოეწყო 2 სკვერი და ფასადები გაფორმდა დეკორატიული ყვავილებით.

 

პროექტის  ღირებულებადაახლოებით 30 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა .

 

პროექტმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ურბანული გარემო, გაზარდა თბილისის ტურისტული და საინვესტიციო მიმზიდველობა, ასვე შექმნა საფუძველი ქალაქის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის.