თბილისის განვითარების ფონდი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქ. N 18 -ში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს.
აღნიშნულ მისამართზე არსებული 3-სართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, მრავალბინიანი, 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. პროექტის შედეგად, ფართებით დაკმაყოფილდება 29 ოჯახი.
სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბიქეი ქონსთრაქშენი“ ასრულებს და ღირებულება 7,659,154.00 ლარია.
მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება შემდეგი სახის სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები: კორპუსის ფასადზე მოსამზადებელი სამუშაოები, სადარბაზოს სივრცეებში შპაკლობითი სამუშოების განხორციელება და კერამიკული ფილების დაგება , ასევე თაბაშირ -მუყაოს კონსტრუქციულ ელემენტებზე დამუშავება.
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები 2023 წელს დაიწყო და 2025 წლის ბოლომდე დასრულდება .
პროექტის მიზანია მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა, ქალაქის განაშენიანების გაუმჯობესება და სივრცითი განვითარების ხელშეწყობა.