ვარკეთილი, მე-3 მასივის მე-4 კვარტალში , N6-ში ახალი 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება

თბილისის განვითარების ფონდი, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამგორის რაიონში, ვარკეთილი , მე-3 მასივის მე-4 კვარტალში,  N6-ის ახალი საცხოვრებელი კორპუსის  მშენებლობას ახორციელებს.
 
აღნიშნულ მისამართზე არსებული 4-სართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, 10-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. 

 

პროექტის განხორციელების შედეგად, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება 36 ოჯახი, ასევე დამატებით ერთი კომერციული ობიექტით, რომელიც გააუმჯობესებს კორპუსის ფუნქციურობას და გაზრდის მიმდებარე ტერიტორიის ეკონომიკურ პოტენციალს.
 
 სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბიქეი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 9,430,385 ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს:  ყალიბის და არმატურის სამუშაოები. გარე ბორტების და ფილის არმირების სამუშაოები.
 დასრულდა ფილის და რიგელების გაპოლვა.
 
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები 2024 წელს დაიწყო და 2026 წლის სექტემბერში დასრულდება ,მშენბლობის გრაფიკის შესაბმისად.
 
პროექტი ხორციელდება ქალაქის ურბანული განახლების პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს ავარიული საცხოვრებელი ფონდების ჩანაცვლებას - უსაფრთხო, გამართული და ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურით.