თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ ახალი ტფილისის ფარგლებში ლაღიძისა და თაბუკაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია განახორციელა.
კადეტთა კორპუსის შენობა XIX საუკუნის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ობიექტს წარმოადგენს და დგას ისტორიული ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ის თავისი მხატვრულ-არქიტექტურული გამომსახველობით და პროპორციებით ამ ქუჩის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს.
შენობას ქონდა მნიშვნელოვანი დაზიანებები. დაზიანების მთავარი მიზეზი გახდა: საძირკველში აგრესიული გრუნტის წყალი, მომხდარი მიწისძვრები, დარღვევით შესრულებული მინაშენები, საინჟინრო ქსელების ცუდი მდგომარეობა.
პროექტის მიხედვით გახორციელდა შემდეგი ტიპის სამუშაოები: შენობის სრულ აღდგენა ძველი იერსახის შენარჩუნებით, მათ შორის შენობის ავარიული შუა ფლიგელის დემონტაჟი და მის ნაცვლად განხორციელდა ახალი მონოლითური კონსტრუქციის მშენებლობა, ლაღიძის მხარეს არსებული ფლიგელის კონსტრუქციული გამაგრება, დასრულებული რემონტით და ყველა საჭირო კომუნიკაციით; ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მხატვრული მინათებით.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყო შპს „იმპოსტმა“, ხოლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები „ბრიტანია ქონსთრაქშენმა“ დაასრულა.
სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 28 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, რ. თაბუკაშვილის ქ. N46-ში/რ. ლაღიძის N2-ში მდებარე შენობაში მცხოვრებ 80-ზე მეტ ბენეფიციარს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება, ხოლო თბილისს ტურისტულ მარშრუტზე, კიდევ ერთი აღდგენილი და განახლებული შენობა შეემატა.