ვარკეთილის III მასივი X კვარტალში, N9 მიმდინარეობს ახალი 10- სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა

ვარკეთილში  ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი აქტიურ ფაზაშია

 

„თბილისის განვითარების ფონდი“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის  ფარგლებში, ვარკეთილი მე-3 მასივის მე-10 კვარტალში მდებარე კორპუსი N9  კორპუსის ადგილზე  ახალ საცხოვრებელ შენობას აშენებს.

 

პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა ძველი, 4-სართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი. მის ნაცვლად შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 10- სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ჯამში 44 ოჯახს უზურნველყოფს ახალი, უსაფრთხო ფართით.

 

ამ ეტაპზე სამშენებლო მოედანზე აქტიური სამუშაოები მიმდინრეობს :

·         დასრულდა ხიმინჯების ჩასხმის პროცესი;

·         მიმდინარეობს საძირკვლის სარტყლის ( როსტვერკის) საყალიბე სამუშაოები;

·         დასრულებულია საძირკვლის  ქვაბულის ამოღება

 

 

სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბიქეი  ქონსთრაქშენი“ ასრულებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10,557,010.00  ლარს შეადგენს.

 

პროგრამის ფარგლებში სამუშოაოები 2025 წელს დაიწყო და დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, 2028 წლისთვის დასრულდება .

 

პროექტი ხორციელდება ქალაქის ურბანული განახლების პროგრამის ფარგლებში, რომლის მთავარი მიზანია ავარიული საცხოვრებელი ფონდის ჩანაცვლება უსაფრთხო, გამართული და ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურით.