>

სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია იწყება

სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია იწყება

 

სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია იწყება

 

თბილისის განვითარების ფონდი სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

 

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციას.

 

პირველ ეტაპზე სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე ქაოსურად განთავსებული და ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები მოწესრიგდება, რაც გულისხმობს აღნიშნულ არეალში მიწისქვეშა სისტემებისა და მიწისზედა კომუნიკაციების სრულ რეაბილიტაციას. ამ ეტაპის სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყოფა 5 მლნ-მდე ლარი“, რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს,  რეაბილიტაციის ამ ეტაპზე აღნიშნულ ქუჩებზე მდებარე 21 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია განხორციელდება.

 

„მათგან რვა შენობა სულხან-საბას ქუჩაზე, ხოლო დანარჩენი 13 ნაგებობა ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს. სამშენებლო მოცულობა შეადგენს 45 000 კვადრატულ მეტრს, ბენეფიციარების საერთო რაოდენობა კი დაახლოებით 469-ს. რეაბილიტაციის აღნიშნული ეტაპი მწვავედ ავარიული შენობების აღდგენას, საძირკვლისა და კედლების გამაგრებას, ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციასა და ავთენტური არქიტექტურული ელემენტების აღდგენას, ასევე, გადახურვის შეცვლას გულისხმობს“.

 

მთლიანობაში სამუშაოებისთვის, დაახლოებით 115 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოები კი  უახლოეს მომავალში დაიწყება.

2025-05-061

სიახლის დასახელება

...

ვრცლად 

2025-05-06

სიახლის დასახელება

...

ვრცლად 

2025-05-06

სიახლის დასახელება

...

ვრცლად