>

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა 

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდის (ს/კ 404384974, რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N20, საკონტაქტო ინფორმაცია: infotdf@tbilisi.gov.ge (შემდგომში ფონდი ან/და „ჩვენ“ ) მიერ პერსონალური მონაცემთა დამუშავების წესს, მიზნებსა და შენახვის პირობებს. მიზნად ისახავს თითოეული მონაცემთა სუბიექტის პეროსნალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვას და მათი პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფას, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

საიდან მოვიპოვებთ თქვენს მონაცემებს

პერსონალური მონაცემების მოპოვება ფონდში ხორციელდება შემდეგი წყაროებიდან: 
თქვენს მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე.
ფონდის მიერ განხორციელებული ან ფონდში შემოსული სატელეფონო ზარების მეშვეობით.
ფონდის შენობაში განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მეშვეობით.
ფონდის თანამშრომლების მიერ, როგორც ფონდის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოყენებული სამხრე კამერების ჩანაწერებიდან.
ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ელექტრონული შეტყობინების ველის (საკონტაქტო ფორმის) საშუალებით.

 

რა მონაცემებს ვამუშავებთ

ფონდი ამუშავებს შემდეგი სახის პერსონალურ მონაცემებს:
საიდენტიფიკაციო მონაცემები - სახელი, გვარი, დაბადების ადგილი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი/პასპორტის ნომერი, სქესი, ხელმოწერა, მოქალაქეობრივი კუთვნილება.
საკონტაქტო ინფორმაცია - ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საცხოვრებელი მისამართი (რეგისტრაციის, ფაქტობრივი).
სახელშეკრულებო ინფორმაცია - ფონდსა და სუბიექტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფორმაცია.
ფინანსური ინფორმაცია -  საბანკო რეკვიზიტები.
ვიდეო/აუდიო ჩანაწერები.
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები - ინფორმაცია ნასამართლობის შესახებ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ .
მონაცემთა სუბიექტის უძრავ ქონებასთან და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესთან დაკავშირებული მონაცემები.
კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის პერსონალური და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი, რასაც ფონდთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ან/და დაკავშირებული პირი თავად წარუდგენს ფონდს.

 

რისთვის ვიყენებთ

ფონდში პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება შემდეგი მიზნებისთვის:
შრომითი ურთიერთობების მართვა.
ხელშეკრულებებისა და სახელმწიფო შესყიდვების, მათ შორის, ელექტრონული ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების მართვა.
ბენეფიციართა მონაცემების დამუშავება, მათ შორის, სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართული პირების მონაცემების მართვა. 
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის ფარგლებში გათვალისწინებული სუბიექტების პერსონალური მონაცემიების მართვა.
ფონდის წინააღმდეგ და ფონდის მიერ წარმოებულ საჩივრებთან და სარჩელებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ფარგლებში არსებული პირადი მონაცემების მართვა.

 

რა საფუძვლით ვამუშავებთ

ფონდის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველია:
თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის, თანხმობა.
თუ მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად.
თუ მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით.
მონაცემთა დამუშავება საჭიროა ფონდის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად.
მონაცემთა დამუშავება საჭიროა საჯარო ინტერესების დასაცავად.
კანონის თანახმად, მონაცემი საჯაროდ არის ხელმისაწვდომი  ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა.
მონაცემთა სუბიექტის განცხადებების, პრეტენზიის ან/და საჩივრების განსახილველად.
მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ფონდის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი.
მონაცემთა დამუშავება აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად.
მათ შორის, დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის გამოძიების, მართმსაჯულების განხორციელების, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სისხლისამართლებრივი დევნის, ინფორმაციული უსაფრთხოების და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისთვის.


ვის გადავცემთ

მომსახურების/სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიზნით, პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს მომსახურების გამწევ პირებს/კონტრაქტორებს/პარტნიორ ორგანიზაციებს, საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს, სასამართლოს,  სადაზღვეო კომპანიებს, საქართველოს ფოსტას.

 

რა ვადით ვინახავთ

ფონდში პერსონალური მონაცემების შენახვა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით.

 

თქვენი უფლებების შესახებ

ჩვენთან არსებულ თქვენს მონაცემებთან მიმართებით გაქვთ შემდეგი უფლებები:
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება.
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება.
მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება.
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება.
მონაცემთა დაბლოკვის უფლება.
მონაცემთა გადატანის უფლება.
ავტომატიზებულ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული უფლებები.
თანხმობის გამოხმობის უფლება.
გასაჩივრების უფლება.
თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის, უფლებები განსაზღვრულია საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 თავში – „მონაცემთა სუბიექტის უფლებები“ (მუხლები 13-22).

თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ მათმა განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:

სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს.
დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას.
ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს.
თქვენ მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
თქვენი ან სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას.
სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.
ზემოაღნიშნულ სფეროებში მარეგულირებელი ან/და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას.
სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას.

 

ვებგვერდზე წარდგენილი მონაცემების დამუშავება

ვებგვერდზე განთავსებული საკონტაქტო ფორმის საშუალებით თქვენს მიერ შევსებული პერსონალური მონაცემები (სახელი, ელფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი) მუშავდება მხოლოდ კომუნიკაციის მიზნით - შეტყობინებაზე პასუხის გასაცემად. გარდა აღნიშნულისა, ფონდი ამუშავებს იმ პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ შეტყობინების ველში  საკუთარი ინიციატივით წარუდგენთ ფონდს.  აღნიშნული პერსონალური მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია კომუნიკაციის უზრუნველყოფისა და საკითხის შესაბამისი განხილვისათვის. მონაცემთა დამუშავება ხორციელდება შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით.

 

„მზა ჩანაწერები“ (Cookies)

ვებგვერდი ემსახურება ფონდის საქმიანობის შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებასა და მის პროაქტიულ გამოქვეყნებას. 
ვებგვერდი იყენებს მხოლოდ ტექნიკურად აუცილებელ ქუქი-ფაილებს, რომლებიც უზრუნველყოფს მის ტექნიკურ ფუნქციონირებას. 

 

მონაცემთა უსაფრთხოება

ფონდში გატარებულია ყველა აუცილებელი ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიება მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ფონდში განთავსებული კარადები, რომლებშიც ინახება პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია ჩაკეტილია და მათზე წვდომა აქვთ მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს. პერსონალური მონაცემები, რომლებიც მუშავდება ნახევრადავტომატური მეთოდით, ინახება  შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ დაცულ სერვერზე.

 

კონფიდენციალობის პოლიტიკის ცვლილება

კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და ფონდის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად. კონფიდენციალობის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ფონდის ვებ გვერდზე.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოითხოვთ თქვენი უფლებების რეალიზებას (მონაცემთა შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება და ა.შ.), შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: infotdf@tbilisi.gov.ge ან დაგვიკავშირდეთ  სატელეფონო კომუნიკაციის გზით - 2 47 00 14.
გარდა ამისა, პერსონალური მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ნინო კაკრიაშვილი
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა: n.kakriashvili@tbilisi.gov.ge