თბილისის განვითარების ფონდი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქ. N 18 -ში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს.
აღნიშნულ მისამართზე არსებული 3-სართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, მრავალბინიანი, 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. პროექტის შედეგად, ფართებით დაკმაყოფილდება 29 ოჯახი.
სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბიქეი ქონსთრაქშენი“ ასრულებს და ღირებულება 7,659,154.00 ლარია.
მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება შემდეგი სახის სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები: კორპუსის ფასადზე მოსამზადებელი სამუშაოები, სადარბაზოს სივრცეებში შპაკლობითი სამუშოების განხორციელება და კერამიკული ფილების დაგება , ასევე თაბაშირ -მუყაოს კონსტრუქციულ ელემენტებზე დამუშავება.
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები 2023 წელს დაიწყო და 2025 წლის ბოლომდე დასრულდება .
პროექტის მიზანია მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა, ქალაქის განაშენიანების გაუმჯობესება და სივრცითი განვითარების ხელშეწყობა.
თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ამ დროისთვის ...
ვრცლად
თბილისის განვითარების ფონდმა სულხან-საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების სარეაბილი ...
ვრცლად