>

რეაბილიტირებული მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე

თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, რუსთაველის გამზირი N6- ში მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია-რესტავრაცია დაასრულა.
პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა საინჟინრო ქსელები, გაძლიერდა შენობის ფუძე-საძირკველი, კონსტრუქციულად გამაგრდა ძირითადი და დამხმარე ნაგებობები, ჩატარდა ფასადის რესტავრაცია, შეიცვალა სახურავის, ბურულისა და წვიმასატარი სისტემები, განახლდა ბაღის ისტორიული ღობე და ჭედური ჭიშკარი. გარდა ამისა, ჩატარდა მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების კონსერვაცია-რესტავრაცია, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, ხოლო ე.წ. სარკეებიან დარბაზში აღდგა კარები და დარაბები
რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობა XIX საუკუნის შუა წლებშია აგებული. სასახლე გამოირჩევა ისეთი უნიკალური არქიტექტურული სივრცეებით, როგორებიცაა: ე.წ. სარკეებიანი დარბაზი, მარმარილოს დარბაზი და თეთრი დარბაზი. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც 4 500-მდე მოსწავლეს აერთიანებს.
თბილისის განვითარების ფონდმა სასახლის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო. სამუშაოები კომპანია „ინსმა“ შეასრულა, პროექტის საერთო ღირებულებამ კი 56 428 251 ლარი შეადგინა.


რეაბილიტირებული აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი

  თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ...

ვრცლად 


რეაბილიტირებული ლადო გუდიაშილის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია

  „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ლადო გუდიაშვილის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მ ...

ვრცლად 


რეაბილიტირებული დავით აღმაშენებლის გამზირი

თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტიფლისი“ ფარგლებში განხორციელდა დავით აღმაშენებლის გამზირისა და მ ...

ვრცლად