>

ვარკეთილის III მასივი X კვარტალში, N9 მიმდინარეობს ახალი 10- სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა

ვარკეთილში  ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი აქტიურ ფაზაშია

 

„თბილისის განვითარების ფონდი“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის  ფარგლებში, ვარკეთილი მე-3 მასივის მე-10 კვარტალში მდებარე კორპუსი N9  კორპუსის ადგილზე  ახალ საცხოვრებელ შენობას აშენებს.

 

პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა ძველი, 4-სართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი. მის ნაცვლად შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 10- სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ჯამში 44 ოჯახს უზურნველყოფს ახალი, უსაფრთხო ფართით.

 

ამ ეტაპზე სამშენებლო მოედანზე აქტიური სამუშაოები მიმდინრეობს :

·         დასრულდა ხიმინჯების ჩასხმის პროცესი;

·         მიმდინარეობს საძირკვლის სარტყლის ( როსტვერკის) საყალიბე სამუშაოები;

·         დასრულებულია საძირკვლის  ქვაბულის ამოღება

 

 

სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბიქეი  ქონსთრაქშენი“ ასრულებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10,557,010.00  ლარს შეადგენს.

 

პროგრამის ფარგლებში სამუშოაოები 2025 წელს დაიწყო და დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, 2028 წლისთვის დასრულდება .

 

პროექტი ხორციელდება ქალაქის ურბანული განახლების პროგრამის ფარგლებში, რომლის მთავარი მიზანია ავარიული საცხოვრებელი ფონდის ჩანაცვლება უსაფრთხო, გამართული და ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურით.


ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია

    თბილისის განვითარების ფონდი კოსტავას ქუჩის N37ა-ში მდებარე ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რესტავრაც ...

ვრცლად 


წინამძღვრიშვილის ქუჩა N1 ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები

  თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.   ამ დროისთვის ...

ვრცლად 


სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

 თბილისის განვითარების ფონდმა სულხან-საბასა  და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების სარეაბილი ...

ვრცლად