>

ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია

 

 

თბილისის განვითარების ფონდი კოსტავას ქუჩის N37ა-ში მდებარე ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რესტავრაციას ახორციელებს. შენობა 2019 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

 

რეაბილიტაციის პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია შენობის სახურავის, გარე ფასადის და არქიტექტურული დეტალების რესტავრაცია. მეორე ეტაპზე დაგეგმილია ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის შიდა ინტერიერის რეაბილიტაცია-რესტავრაცია.

 

 პროექტის ფარგლებში ასევე განახლდება და მოწესრიგდება მიმდებრედ ტერიტორიაც.

 

ამჟამად  სახურავისა და ფასადის აღდგენის სამუშაოები ხორციელდება.

 

მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნენ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი თამაზ ალიბეგაშვილი, მისი მოადგილე დავით ფაჩულია და ფონდის თანამშრომლები.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 30 მილიონ ლარამდეა  გამოყოფილი. პროექტის დასრულება მომავალი წლის ბოლომდეა დაგეგმილი.


ვარკეთილის III მასივი X კვარტალში, N9 მიმდინარეობს ახალი 10- სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა

ვარკეთილში  ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი აქტიურ ფაზაშია   „თბილისის განვითარების ფონდი“ ...

ვრცლად 


კალოუბნის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ნაცვლად, ახალი 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლი შენდება

თბილისის განვითარების ფონდი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქ. N 18 -ში ახ ...

ვრცლად 


ნარიყალას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები – პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

თბილისის განვითარების ფონდი აქტიურად განაგრძობს ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს. პროექტი კულტურული მემკვიდრეობ ...

ვრცლად