თბილისის განვითარების ფონდმა ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის — სიონის საკათედრო ტაძრის — რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო.
სამუშაოები მოიცავს ქ. თბილისში, სიონის ქუჩის N4-ში მდებარე ტაძრისა და, საჭიროებისამებრ, მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო მოწყობას.
სიონის ტაძარი და მისი სამრეკლო კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებს წარმოადგენს. ამჟამად დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სიონის ქუჩის მხარეს მდებარე სამრეკლო, რის გამოც ნალექი აზიანებს კედლებს და საფრთხეს უქმნის ტაძარში დაცულ უნიკალურ ფრესკებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა პრევენციული და სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარება, რათა სრულად შენარჩუნდეს ძეგლის ისტორიული და კულტურული ღირებულება.
პროექტის საერთო ღირებულება 1 220 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს, გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „რემონტი 2“ ახორციელებს. ამ ეტაპზე მოსამზადებელი პროცესი უკვე დაწყებულია, ხოლო ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც 2026 წლის მაისში აიღო სტარტი, ამავე წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
პროექტის მთავარი მიზანი სიონის ტაძრის ავთენტური იერსახის შენარჩუნება, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის მომავალი თაობებისთვის დაცვაა.
თბილისის განვითარების ფონდი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქ. N 18 -ში ახ ...
ვრცლად
თბილისის განვითარების ფონდი კოსტავას ქუჩის N37ა-ში მდებარე ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რესტავრაც ...
ვრცლად